უკრაინამ კრასნოდარის მხარეში და სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს დაარტყა - Palitra News

უკრაინამ კრასნოდარის მხარეში და სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს დაარტყა

2025-08-30 11:58:28+04:00

უკრაინამ კრასნოდარის მხარეში და სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს დაარტყა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, დღეს ღამით თავდაცვის ძალებმა დრონების გამოყენებით რუსეთის კრასნოდარის მხარეში მდებარე „კრასნოდარის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და სამარის ოლქში მდებარე „სიზრანის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბეს.

„თავდაცვის ძალები შესაბამის ზომებს იღებენ, რათა რუსეთის შეტევითი პოტენციალი დაასუსტონ და აიძულონ რუსეთი, რომ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესია შეწყვიტოს“, - აცხადებს უკრაინის გენშტაბი.

გენშტაბის ინფორმაციით, „კრასნოდარის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა წელიწადში 3 მილიონ ტონა ნავთობპროდუქტებს აწარმოებს და რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ამარაგებს.