წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში საკუთარი ნებით დარეგისტრირებული წვევამდელების მშობლებმა მადლობის წერილები მიიღეს - Palitra News

წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში საკუთარი ნებით დარეგისტრირებული წვევამდელების მშობლებმა მადლობის წერილები მიიღეს

2025-08-29 15:51:37+04:00

წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში საკუთარი ნებით დარეგისტრირებული წვევამდელების მშობლებმა მადლობის წერილები მიიღეს. ამ ეტაპზე წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეულ პირთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტს წარმოადგენენ წვევამდელები, რომლებიც საკუთარი ნებით დარეგისტრირდნენ. მათ ხელფასზე 30%-იანი დანამატი დაერიცხებათ.თავდაცვის ახალი კოდექსით 2025 წლიდან წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლა მხოლოდ თავდაცვის ძალებშია შესაძლებელი. ახალი კოდექსი მოქალაქეებს საშუალებას აძლევს სამხედრო სამსახურში საკუთარი სურვილით 6, 8 ან 11-თვიანი ვადით იმსახურონ. წვევამდელების აღრიცხვიანობას, რეკრუტირებასა და გაწვევის ღონისძიებებს სსიპ სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო ახორციელებს.