ევროპის სანქციები ირანს - დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ ირანის წინააღმდეგ გაერო-ს სანქციების აღსადგენად 30-დღიანი პროცესი დაიწყეს. ირანის ოფიციალურმა პირებმა ევროპის “სამეული“ დიპლომატიისთვის ზიანის მიყენებაში დაადანაშაულეს და პირობა დადეს, რომ თეირანი ზეწოლას არ დაემორჩილება. მათივე თქმით, ეს გადაწყვეტილება უკანონო და ამორალურია. აღნიშნული განცხადებები საპასუხოდ კი ევროპელმა ლიდერებმა განმარტეს, რომ ამ გადაწყვეტილებით დიპლომატია არ სრულდება, თუმცა ევროპის მხრიდან ირანის სანქცირების ინიციატივა სერიოზული ნაბიჯია.