უკრაინასა და უნგრეთს შორის დაძაბულობა გრძელდება - უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნგრეთის ელჩს საპროტესტო ნოტა გადასცა, - უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა უნგრეთის ხელისუფლებას არამეგობრული ქმედებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ აუცილებელია სახელმწიფოებს შორის კონსტრუქციული დიალოგი აღდგეს. მინისტრის განცხადებით, უკრაინა ურთიერთობების განვითარებისთვის მზადაა.