ლევან ხაბეიშვილი - რატომ არ არის 50 დღის თავზე ექსპერტიზის დასკვნა, თორნიკე რიჟვაძემ თავად ისროლა თუ ესროლეს? - Palitra News

ლევან ხაბეიშვილი - რატომ არ არის 50 დღის თავზე ექსპერტიზის დასკვნა, თორნიკე რიჟვაძემ თავად ისროლა თუ ესროლეს?

2025-08-29 12:44:19+04:00

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი თორნიკე რიჟვაძის მკვლელობის მცდელობის საქმეზე მორიგ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ აღნიშნულ საქმეში კონკრეტულ კითხვებზე პასუხებია გასაცემი. როგორც ხაბეიშვილი აღნიშნავს, მომხდარი შემთხვევიდან 50 დღის შემდეგ საგამოძიებო უწყებამ ამ საქმის კონკრეტული დეტალები საზოგადოებას ამ დრომდე არ გაუმხილა. ხაბეიშვილი ასევე ინტერესდება იმით, იმყოფებოდნენ თუ არა შემთხვევის ადგილზე მამუკა მდინარაძე და შინაგან საქმეთა მინისტრი, გელა გელაძე.