ევრობასკეტის პირველ მატჩში საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი 83:69 დაამარცხა - Palitra News

ევრობასკეტის პირველ მატჩში საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი 83:69 დაამარცხა

2025-08-28 18:11:33+04:00

„ევრობასკეტი 2025“-ის C ჯგუფის პირველ ტურში, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის მოქმედ ჩემპიონს ესპანეთს დაუპირისპირდა და 83:69 დაამარცხა.

მატჩი კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში გაიმართა.

საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 30 აგვისტოს, იტალიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.