საქართველოს განათლების მინისტრი, გივი მიქანაძე დუშეთისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტების საგანმანათლებლო დაწესებულებებში მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები, ისევე როგორც ბორჯომის პროფესიული კოლეჯის მშენებლობა, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.ბორჯომის კოლეჯის პროექტის სრულმა ღირებულებამ 9 მილიონ ლარს გადააჭარბა.