ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები და ოპოზიციის გეგმები - Palitra News

ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები და ოპოზიციის გეგმები

2025-08-28 15:28:54+04:00

ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებამდე ორ თვეზე ნაკლები რჩება. ოპოზიციის ერთი ნაწილი 13 სექტემბერს საპროტესტო აქციას აანონსებს, მეორე ნაწილი კი ბრძოლის ბერკეტად, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას განიხილავს. ბოიკოტში მყოფი ოპოზიციონერების მიზანი, ევროპული მომავლისადმი საკუთარი ერთგულების გამოხატვა და პროტესტის გაგრძელებაა. ისინი იმ კოლეგებს, რომელთაც მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტეს, ქუჩის პროტესტში დაბრუნებისკენ მოუწოდებენ. „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრები კი პოზიციის შეცვლას არ აპირებენ. როგორც თავად ამტკიცებენ, თბილისის თითოეულ უბანში შეძლებენ ამომრჩევლების დარწმუნებას, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. თავის მხრივ, „ქართული ოცნება“ 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობისთვის აქტიურად ემზადება. როგორია პოლიტიკურ მხარეთა წინასაარჩევნო გეგმები.