უკრაინის დედაქალაქ კიევში რუსების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. დაღუპულთა შორის, სავარაუდოდ, ორი ბავშვია. კიევის დარნიცკის რაიონში ზარალი მინიმუმ 6 ლოკაციაზე დაფიქსირდა. მათ შორის დაზიანდა 5 და 16 სართულიანი საცხოვრებელი შენობები და საბავშვო ბაღი.ამასთანა,ვე დნეპროვსკის რაიონი 25-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა. ასევე დაზიანდა ეზოში მდებარე კერძო ავტომობილები და ხანძარი გაჩნდა საოფისე შენობაში.მედიის ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, რომ მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდოს, რადგან სამაშველო ოპერაციები გრძელდება და ნანგრევებში ადამიანებს ამ დრომდე ეძებენ.