ოპოზიციის ერთი ნაწილი 13 სექტემბერს საპროტესტო აქციას აანონსებს, მეორე ნაწილი კი ბრძოლის ბერკეტად, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას განიხილავს - რა გეგმა აქვს ოპოზიციას - Palitra News

ოპოზიციის ერთი ნაწილი 13 სექტემბერს საპროტესტო აქციას აანონსებს, მეორე ნაწილი კი ბრძოლის ბერკეტად, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას განიხილავს - რა გეგმა აქვს ოპოზიციას

2025-08-28 12:30:19+04:00

ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებამდე ორ თვეზე ნაკლები რჩება. ოპოზიციის ერთი ნაწილი 13 სექტემბერს საპროტესტო აქციას აანონსებს, მეორე ნაწილი კი ბრძოლის ბერკეტად, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას განიხილავს. ბოიკოტში მყოფი ოპოზიციონერების მიზანი, ევროპული მომავლისადმი საკუთარი ერთგულების გამოხატვა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკის გაპროტესტებაა. ისინი იმ კოლეგებს, რომელთაც მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტეს, ქუჩის პროტესტში დაბრუნებისკენ მოუწოდებენ. „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრები კი პოზიციის შეცვლას არ აპირებენ. როგორც თავად ამტკიცებენ, თბილისის თითოეულ უბანში შეძლებენ ამომრჩევლების დარწმუნებას, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. თავის მხრივ, „ქართული ოცნება“ 4-ი ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობისთვის აქტიურ რეჟიმში ემზადება. როგორია პოლიტიკურ მხარეთა წინასაარჩევნო გეგმები