ინდოეთში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად, სულ მცირე, 30 ადამიანი დაიღუპა - Palitra News

ინდოეთში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად, სულ მცირე, 30 ადამიანი დაიღუპა

2025-08-27 16:03:40+04:00

ინდოეთში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად, სულ მცირე, 30 ადამიანი დაიღუპა, - უცხოური მედიის ცნობით, ძლიერმა წვიმამ ჩრდილოეთ ინდოეთის ოლქში მდებარე ინდუისტ მომლოცველთა გზაზე მეწყერი გამოიწვია. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ძლიერი წვიმის შემდეგ მოსახლეობასთან კომუნიკაცია შეუძლებელი გახდა და შესაბამისი სამსახურები ტელეკომუნიკაციის სერვისების აღდგენას ცდილობენ. გასულ კვირას ქაშმირში წყალდიდობის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა, რასაც 60 ადამიანი ემსხვერპლა, 200 კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.