ვენესუელა კარიბის ზღვაში სამხედრო-საზღვაო ხომალდებისა და უპილოტო საფრენი აპარატების პატრულირებას იწყებს - Palitra News

ვენესუელა კარიბის ზღვაში სამხედრო-საზღვაო ხომალდებისა და უპილოტო საფრენი აპარატების პატრულირებას იწყებს

2025-08-27 16:00:45+04:00

ვენესუელა კარიბის ზღვაში სამხედრო-საზღვაო ხომალდებისა და უპილოტო საფრენი აპარატების პატრულირებას იწყებს. - ვენესუელის თავდაცვის მინისტრი მიზეზად აშშ-ის საზღვაო ძალებისგან მოსალოდნელ საფრთხეს ასახელებს. მინისტრის მტკიცებით, ეს აშშ-ის მიერ ვენესუელასთან ახლოს სამხედრო გემების განთავსებაზე გაცემული პასუხია. კარიბის ზღვის რეგიონში საბრძოლო გემები აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბრძანებით, ნარკოკარტელებთან ბრძოლის გეგმის ფარგლებში განთავსდა. ოფიციალური ვაშინგტონი ვენესუელის პრეზიდენტს ნარკოტიკებით ვაჭრობაში ადანაშაულებს. ვაშინგტონის ამ გადაწყვეტილებიდან მალევე, ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ აშშ-ის მხრიდან მომავალი საფრთხეების გამკლავებისთვის, 4 მილიონზე მეტი ჯარისკაცის მობილიზებას იწყებს.