ვარკეთილის მეტროსადგურის რეაბილიტაციის პროცესს თბილისის მერი, კახა კალაძე გამოეხმაუარა. მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მეტროსადგურმა განაახლა მუშაობა, სამუშაოები ჯერ კიდევ არ დასრულებულა. მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ სხვა მეტროსადგურებზე დაგეგმილ სამუშაოებზეც ისაუბარა. მისი თქმით, „მარჯანიშვილისა“ და „ახმეტელის თეატრის“ სადგურებზე მეორე ამოსასვლელები მოეწყობა, რაც მეტროსადგურების განტვირთვასა და მგზავრთა უსაფრთხო, შეუფერხებელ გადაადგილებას ისახავს მიზნად.