ალექსანდრ სტუბი - უკრაინა მზად არის მშვიდობისთვის, რუსეთი უბრალოდ დროს აჭიანურებს - მასზე ზეწოლა უნდა მოვახდინოთ - Palitra News

ალექსანდრ სტუბი - უკრაინა მზად არის მშვიდობისთვის, რუსეთი უბრალოდ დროს აჭიანურებს - მასზე ზეწოლა უნდა მოვახდინოთ

2025-08-27 14:15:38+04:00

ჩვენს პარტნიორებთან ერთად გავაგრძელებთ მუშაობას უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად, - ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა.

მისი განცხადებით, პრეზიდენტ ზელენსკისთან მჭიდრო კონტაქტი გრძელდება.

„დღეს ჩვენ განვიხილეთ ვაშინგტონში გამართული შეხვედრის შემდგომი ნაბიჯები. უკრაინის უსაფრთხოების მტკიცე მხარდაჭერის გეგმა შემუშავების პროცესშია. უკრაინა მზად არის მშვიდობისთვის; რუსეთი უბრალოდ დროს აჭიანურებს. უნდა მოვახდინოთ ზეწოლა რუსეთზე, რათა მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს“, - დაწერა სტუბმა.