თელ ავივში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციაზე 350 000 ადამიანი შეიკრიბა. - ისრაელის თავდაცვის შტაბ-ბინის წინ შეკრებილმა დემონსტრანტებმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს ომის დასრულებისა და დარჩენილი ტყვეების გათავისუფლების შესახებ “ჰამასთან“ შეთანხმების მიღწევისკენ მოუწოდეს. აქციის მონაწილეებს ხელში დროშები და ბანერები ეჭირათ, რომლებზეც ღაზაში მყოფი მძევლების სურათები იყო გამოსახული. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, აქციები ბოლო 24 საათში მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობდა.