“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა პარტიის ლიდერებთან - ზურაბ ჭიაბერაშვილთან და გიორგი ბარამიძესთან ერთად პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რადისლავ სიკორსკის შეხვდნენ - Palitra News

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა პარტიის ლიდერებთან - ზურაბ ჭიაბერაშვილთან და გიორგი ბარამიძესთან ერთად პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რადისლავ სიკორსკის შეხვდნენ

2025-08-27 12:45:03+04:00

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა პარტიის ლიდერებთან - ზურაბ ჭიაბერაშვილთან და გიორგი ბარამიძესთან ერთად პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რადისლავ სიკორსკის შეხვდნენ. თინა ბოკუჩავას განცხადებით, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე ორი ძირითადი საკითხი განიხილეს: საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შენარჩუნება და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება. მისივე თქმით, ევროკავშირმა უნდა მოძებნოს მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც საქართველოს მოქალაქეები არ დაისჯებიან, ხოლო სანქციები მხოლოდ ბიძინა ივანიშვილსა და მის გარემოცვას შეეხება.