თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკამყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების საბანკო ანგარიშებზე ყადაღების დადების თაობაზე. პროკურატურაში აცხადებენ, რომ საქმე ეხება საბოტაჟის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და მტრულ საქმიანობაში დახმარების, ასევე კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე საქართველოს პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას.