ჰამბურგის პორტში მასშტაბური ხანძრის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა - Palitra News

ჰამბურგის პორტში მასშტაბური ხანძრის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა

2025-08-26 15:47:31+04:00

ჰამბურგის პორტში მასშტაბური ხანძრის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. - როგორც დასავლური მედია წერს, ხანძრის გაჩენიდან 15 საათის შემდეგ მეხანძრეები ცეცხლის ჩაქრობას კვლავ განაგრძობენ. ცეცხლი ჰამბურგის პორტში, სასაწყობე ზონაში გაჩნდა, რასაც გათხევადებული გაზის ავზების აფეთქება მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, დაშავებულთაგან ერთ-ერთის მდგომარეობა კრიტიკულია. საშიში ზონიდან ევაკუირებულია 25 ადამიანი. პოლიციაში აცხადებენ, რომ ხანძრის გაჩენის მიზეზების დასადგენად გამომძიებლები მუშაობას სალიკვიდაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ დაიწყებენ.