ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით ისრაელში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს - Palitra News

ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით ისრაელში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

2025-08-26 15:46:29+04:00

ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით ისრაელში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. - დემონსტრანტებმა თელ-ავივთან ახლოს საბურავები დაწვეს და ავტომაგისტრალებზე მოძრაობა გადაკეტეს. აქციის მონაწილეებს ხელში ისრაელის დროშები და ყვითელი ბანერები უჭირავთ, რითაც მძევლების მიმართ სოლიდარობას გამოხატავდნენ. აქციის ორგანიზატორების თქმით, საპროტესტო გამოსვლები მთელი დღის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით იგეგმება.