რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობის პროცესი და ევროპის სანქციები აგრესორ ქვეყანას - რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალ პაკეტში, სავარაუდოდ, ენერგომატარებლების გაყიდვაზე სერიოზული შეზღუდვები არ შევა. ევროკავშირი სანქციების მე-19 პაკეტის წარდგენას მომავალ თვეში გეგმავს. დასავლური მედიის ცნობით, შეზღუდვები ჩრდილოვან ფლოტსა და იმ კომპანიებს შეეხება, რომლებიც რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან. უცხოური მედია აქტიურად იუწყება, რომ ევროკავშირი რუსეთზე ზეწოლის გაძლიერების პროცესში მთავარ პასუხისმგებლობას აშშ-ს აკისრებს. მათივე ცნობით, მოსკოვისთვის განსაკუთრებით მძიმე შედეგის მომტანი სწორედ ის მეორადი სანქციები იქნება, რომელიც რუსეთთან კოორდინაციაში მყოფ ქვეყნებს შეეხებათ.