8 ოპოზიციური პარტია 13 სექტემბერს აქციას აანონსებს - როგორია პოლიტიკურ მხარეთა გეგმები - Palitra News

8 ოპოზიციური პარტია 13 სექტემბერს აქციას აანონსებს - როგორია პოლიტიკურ მხარეთა გეგმები

2025-08-26 15:36:41+04:00

ორად გაყოფილი ოპოზიცია და ერთმანეთისგან განსხვავებული ბრძოლის გეგმები - 8 ოპოზიციური პარტია 13 სექტემბერს აქციას აანონსებს. მიზანი, ევროპული მომავლისადმი საკუთარი ერთგულების გამოხატვა და ქართული ოცნების პოლიტიკის გაპროტესტებაა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები კოლეგებს, რომლებმაც მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტეს, ქუჩის პროტესტში დაბრუნებისკენ მოუწოდებენ. "გახარია საქართველოსთვის" და "ლელო-ძლიერი საქართველოს" წარმომადგენლები პოზიციის შეცვლას არ აპირებენ. მათი თქმით, თბილისის თითოეულ უბანში შეძლებენ ამომრჩევლების დარწმუნებას, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. თავის მხრივ, 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობისთვის ემზადება "ქართული ოცნება". მმართველი გუნდი საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულია. როგორია პოლიტიკურ მხარეთა გეგმები?!