თბილისის საქალაქო სასამართლოში, მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძის და კიდევ 9 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი ეკა ბესელია მოსამართლის წინაშე დასკვნითი სიტყვით წარსდგა. დღესვე, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, საბა სხვიტარიძის სასამართლო პროცესიც ჩატარდა. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსის, მირიან ქავთარაძის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანების საქმეზე განაჩენი 3 სექტემბერს გამოცხადდება. დღევანდელ სხდომაზე ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. მომდევნო პროცესზე კი ამ უფლებით, ბრალდებული საბა სხვიტარიძე ისარგებლებს. რამდენიმე წუთში კი, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტის, ნიკა კაციას საქმეზე დააკვნითი პროცესი დაიწყება.