ჰამბურგში მდებარე პორტთან მასშტაბური ხანძარია მძვინვარებს, – დასავლური მედია აქტიურად იუწყება, რომ ადგილზე ასობით მეხანძრე იმყოფება, თუმცა მათ ძლიერი აფეთქებების გამო ხანძართან მიახლოება უჭირთ. თვითმხილველები აცხადებენ, რომ თავდაპირველად, ცეცხლი მანქანას გაუჩნდა, რის შემდეგაც რამდენიმე გაზის ბალონი აფეთქდა. აფეთქებამ მნიშვნელოვანი ავტოსაგზაო შემთხვევები გამოიწვია. შემთხვევის შედეგად ათამდე ადამიანი მძიმედ დაშავდა. სახიფათო ზონიდან ათობით ადამიანი უკვე ევაკუირებულია.