პროკურატურის ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელმაც მეუღლის ინტიმური ხასიათის ფოტოსურათები უკანონოდ გაავრცელა - Palitra News

პროკურატურის ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელმაც მეუღლის ინტიმური ხასიათის ფოტოსურათები უკანონოდ გაავრცელა

2025-08-26 12:36:42+04:00

პროკურატურის ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელმაც მეუღლის ინტიმური ხასიათის ფოტოსურათები უკანონოდ გაავრცელა. უწყების ცნობით, ბრალდებული 24 აგვისტოს დააკავეს. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ,, პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.’’ - ნათქვამია ინფორმაციაში.