საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ქართული მართვის მოწმობის დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 700 დოლარის სანაცვლოდ მოქალაქეზე ყალბი ქართული მართვის მოწმობა გაასაღა. საგამოძიებო სამსახური დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით საგამოძიებო მოქმედებებს აგრძელებს.