1 კვირა ევროკომისიის მიერ დათქმული ვადის ამოწურვამდე - ხელისუფლებას ევრორეკომენდაციების შესასრულებლად დრო 31 აგვისტომდე აქვს - Palitra News

1 კვირა ევროკომისიის მიერ დათქმული ვადის ამოწურვამდე - ხელისუფლებას ევრორეკომენდაციების შესასრულებლად დრო 31 აგვისტომდე აქვს

2025-08-25 20:08:32+04:00

1 კვირა ევროკომისიის მიერ დათქმული ვადის ამოწურვამდე - ხელისუფლებას ევრორეკომენდაციების შესასრულებლად დრო 31 აგვისტომდე აქვს. მმართველი გუნდისთვის რიგი კანონების გაუქმების მოთხოვნა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებთან წინააღმდეგობაში მოდის. ქართული ოცნების წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ევროინტეგრაციის გზაზე საქართველო კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს, თუმცა ევროკავშირი მათი შეფასებისას, უსამართლო დამოკიდებულებას ავლენს. ამ მიზეზით, საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკომისიას დოკუმენტს გადაუგზავნის, სადაც ქართული მხარის მიერ გადადგმულ ქმედით ნაბიჯებზეა საუბარი. თავის მხრივ, ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ქვეყანა ისტორიულ მონაპოვარს - ვიზალიბერალიზაციას დაკარგავს.