მედია - ისრაელის მიერ ღაზაში, საავადმყოფოზე დარტყმის შედეგად, 20 ადამიანი, მათ შორის, 4 ჟურნალისტი დაიღუპა - Palitra News

მედია - ისრაელის მიერ ღაზაში, საავადმყოფოზე დარტყმის შედეგად, 20 ადამიანი, მათ შორის, 4 ჟურნალისტი დაიღუპა

2025-08-25 18:04:49+04:00

ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ ღაზაში მდებარე საავადმყოფოზე დარტყმის შედეგად, 20 ადამიანი, მათ შორის, 4 ჟურნალისტი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Axios-ი ავრცელებს.

ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა სარაკეტო დარტყმები სამხრეთ ღაზაში მდებარე ალ-ნასერის საავადმყოფოზე განახორციელეს.

ისრაელის სარაკეტო დარტყმებს Reuters-ის, Associated Press-ის, NBC–ისა და „ალ-ჯაზირას“ ჟურნალისტები ემსხვერპლნენ.

ისრაელის თავდაცვის ძალებში დაადასტურეს, რომ საავადმყოფოს ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს.

ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენელმა, ნადავ შოშანმა განაცხადა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა ეიალ ზამირმა, მომხდართან დაკავშირებით გამოძიების დაწყების ბრძანება გასცა.