ბულგარეთში არალეგალი მიგრანტებით სავსე მიკროავტობუსი დააკავეს, რომელსაც საქართველოს 21 წლის მოქალაქე მართავდა - Palitra News

ბულგარეთში არალეგალი მიგრანტებით სავსე მიკროავტობუსი დააკავეს, რომელსაც საქართველოს 21 წლის მოქალაქე მართავდა

2025-08-25 15:54:33+04:00

ბულგარეთში არალეგალი მიგრანტებით სავსე მიკროავტობუსი დააკავეს, რომელსაც საქართველოს 21 წლის მოქალაქე მართავდა. - ინფორმაციას ბულგარეთის სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ადასტურებს. ირკვევა, რომ მიკროავტობუსით 24 ავღანელი მიგრანტი გადაჰყავდათ. პოლიციის მიერ მოწყობილი ორგანიზებული შემოწმების დროს მძღოლმა ადგილიდან გაქცევა შეძლო, თუმცა ის მალევე საკონტროლო გამშვებ პუნქტთან დააკავეს.