გერმანიის ვიცე-კანცლერი და ფინანსთა მინისტრი მოულოდნელი ვიზიტით კიევში ჩავიდა - Palitra News

გერმანიის ვიცე-კანცლერი და ფინანსთა მინისტრი მოულოდნელი ვიზიტით კიევში ჩავიდა

2025-08-25 15:50:06+04:00

გერმანიის ვიცე-კანცლერი და ფინანსთა მინისტრი მოულოდნელი ვიზიტით კიევში ჩავიდა. უკრაინაში იმყოფება ნორვეგიის პრემიერ-მინისტრიც. ლიდერებს კიევის რკინიგზის სადგურზე ანდრეი სიბიგა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი დახვდნენ. მსოფლიო ლიდერები აცხადებენ, რომ უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერა არ შემცირდება და ეს ვლადიმერ პუტინმა კარგად უნდა იცოდეს. პარტნიორები სამშვიდობო მოლაპარაკებებში უკრაინის ჩართვის მნიშვნელობაზე საუბრობენ და განმარტავენ, რომ ხანგრძლივი მშვიდობისთვის ცეცხლის შეწყვეტა და საიმედო უსაფრთხოების გარანტიები აუცილებელია.