თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ შვიდი პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დაკავებულების ადვოკატები დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ. დაცვის მხარის მტკიცებით, საქმეში ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა პირდაპირი მტკიცებულება, ეს კი მათი თქმით, დაკავებულთა ბრალეულობას გამორიცხავს. დღესვე ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ანტონ ჩეჩინის სასამართლო პროცესი გაიმართა. შემდეგი სხდომა 27 აგვისტოს გაიმართება, სადაც მეორე ადვოკატი და ბრალდებული საბოლოო სიტყვას წარმოთქვამენ. შესაძლოა, განაჩენი 27 აგვისტოს გამოცხადდეს.