ქვემო ქართლის რეგიონის მელიორაციის საკითხებთან დაკავშირებით „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა სახელმწიფო რწმუნებულ ლევან ხარაბაძესთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე სარწყავი სისტემების მდგომარეობასა და არსებულ საჭიროებებზე იმსჯელეს. განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, რომლებიც წყალმომარაგებისა და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. მათივე ცნობით, სამუშაო შეხვედრის შედეგად პრიორიტეტული მიმართულებები და ერთობლივი ნაბიჯები განისაზღვრა, რომლებიც უახლოეს მომავალში განხორციელდება.