1 კვირა ევროკომისიის მიერ დათქმული ვადის ამოწურვამდე - რა მოლოდინები აქვთ დეპუტატებს - Palitra News

1 კვირა ევროკომისიის მიერ დათქმული ვადის ამოწურვამდე - რა მოლოდინები აქვთ დეპუტატებს

2025-08-25 12:39:56+04:00

1 კვირა ევროკომისიის მიერ დათქმული ვადის ამოწურვამდე - ხელისუფლებას იმ რეკომენდაციების შესასრულებლად, რომლებიც ევროკომისიამ საქართველოს 15 ივლისს განუსაზღვრა, დრო 31 აგვისტომდე აქვს. ევროკავშირი ქართული მხარისგან კონკრეტული კანონების გაუქმებას და მოქალაქეთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფას ითხოვს. ხელისუფლების ოპონენტები მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, რისკებზე მიუთითებენ. ოპოზიცია არ გამორიცხავს, ასეთ შემთხვევაში ქვეყანამ ისტორიულ მონაპოვარი - ვიზალიბერალიზაცია დაკარგოს. ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ზოგიერთი რეკომენდაცია მიუღებელია „ქართული ოცნებისთვის“. სამთავრობო გუნდში განმარტავენ რომ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების გაუქმების მოთხოვნა, ქვეყნის ეროვნულ ინტერესებთან წინააღმდეგობაში მოდის.