სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად დანიშვნიდან, დაახლოებით 5 თვის შემდეგ, ანრი ოხანაშვილი თანამდებობიდან გადადგა - რას აცხადებენ პოლიტიკურ სპექტრში - Palitra News

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად დანიშვნიდან, დაახლოებით 5 თვის შემდეგ, ანრი ოხანაშვილი თანამდებობიდან გადადგა - რას აცხადებენ პოლიტიკურ სპექტრში

2025-08-25 12:38:33+04:00

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად დანიშვნიდან, დაახლოებით 5 თვის შემდეგ, ანრი ოხანაშვილი თანამდებობიდან გადადგა. ოხანაშვილი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრემიერის მრჩევლის პოზიციას დაიკავებს, მის ადგილს კი, დიდი ალბათობით მამუკა მდინარაძე დაიკავებს. მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის თქმით, კანდიდატურა პარლამენტს წარედგინება. ,,ქართულ ოცნებაში’’ მორიგ საკადრო ცვლილებებს უკვე მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები. ოპოზიცია გადაადგილებებს მმართველ გუნდში შიდა დაპირისპირებით ხსნის. მათი თქმით, ოხანაშვილი უწყებაში არსებულ გამოწვევებს ვერ გაუმკლავდა, თუმცა ასე არ ფიქრობენ უმრავლესობაში. ქართული ოცნების წარმომადგენლების აზრით, მიუხედავად მცირე დროისა, ანრი ოხანაშვილმა სუს-ში მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა. დეტალებით მერაბ პაპაშვილი გვიერთდება.