დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ შვიდი პირის სასამართლო პროცესი გაიმართება. დღევანდელ სხდომაზე დასკვნით სიტყვას ადვოკატები წარმოსთქვამენ. დაცვის მხარის მტკიცებით, საქმეში ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა პირდაპირი მტკიცებულება, ეს კი დაკავებულთა ბრალეულობას გამორიცხავს. უფლებადამცველებს გამამართლებელი განაჩენის იმედი აქვთ. 11:00 საათზე კი - ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ანტონ ჩეჩინის სასამართლო პროცესი დაიწყო.