უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები უკრაინაში იმყოფებიან - Palitra News

უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები უკრაინაში იმყოფებიან

2025-08-24 16:11:28+04:00

უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და პარტიის ლიდერები უკრაინაში იმყოფებიან. მათი განცხადებით, რუსეთ - უკრაინის ომით წყდება არა მხოლოდ უკრაინელი ხალხის, არამედ მთელი თავისუფალი სამყაროს ბედი. პარტიის ლიდერების განცხადებით, ის ფაქტი რომ საქართველოს ხელისუფლება უკრაინაში სოლიდარობის გამოსაცხადებლად არ ჩადის, ბევრი რამის მანიშნებელია.