ბოიკოტის რეჟიმში მყოფი 8 ოპოზიციური პოლიტიკური ძალა მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში საპროტესტო მუხტის გაზრდას აანონსებს - Palitra News

ბოიკოტის რეჟიმში მყოფი 8 ოპოზიციური პოლიტიკური ძალა მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში საპროტესტო მუხტის გაზრდას აანონსებს

2025-08-24 13:18:40+04:00

ბოიკოტის რეჟიმში მყოფი 8 ოპოზიციური პოლიტიკური ძალა მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში საპროტესტო მუხტის გაზრდას აანონსებს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ რომ ქვეყანაში არსებული რეალობის შეცვლა არა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობით, არამედ ქუჩის პროტესტითაა შესაძლებელი. 8 ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ძალამ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ხედვაც წარმოადგინა, რომელიც ძირითადად ქვეყნის ინტიტუციურ გაძლიერებასა და დასავალური ინტეგრაციის შეუქცევადობას ეხება.