თბილისის მერობის ოპოზიციონერმა კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ საარჩევნო კამპანია დაიწყო - Palitra News

თბილისის მერობის ოპოზიციონერმა კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ საარჩევნო კამპანია დაიწყო

2025-08-24 13:16:43+04:00

თბილისის მერობის ოპოზიციონერმა კანდიდატმა საარჩევნო კამპანია დაიწყო. ირაკლი კუპრაძე ისნის რაიონის მოსახლეობას შეხვდა და მათ პარტიის წინასაარჩევნო დაპირებები გააცნო. ირაკლი კუპრაძის განცხადებით, მთავარი რასაც ის თბილისელებს პირდება მოქალაქეების უსაფრთხოება, ჯანდაცვის პროგრამების გამართულად ამუშავება და უმუშევრობის აღმოფხვრაა.