1 კვირა ევროკომისიის მიერ დათქმული ვადის ამოწურვამდე - Palitra News

1 კვირა ევროკომისიის მიერ დათქმული ვადის ამოწურვამდე

2025-08-24 13:14:14+04:00

1 კვირა ევროკომისიის მიერ დათქმული ვადის ამოწურვამდე - სწორედ 31 აგვისტომდე აქვს დრო საქართველოს ხელისუფლებას იმ რეკომენდაციების შესასრულებლად, რომლებიც ევროკომისიამ საქართველოს 15 ივლისს განუსაზღვრა. ევროკავშირი ქართული მხარისგან სადავო კანონების გაუქმებას და მოქალაქეთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფას ითხოვს. ხელისუფლების ოპონენტები ვარაუდობენ, რომ თუ ქართული ოცნება დარჩენილ დროში ევრორეკომენდაციებს არ შეასრულებს, ქვეყანა ისეთ ისტორიულ მონაპოვარს დაკარგავს, როგორიც ვიზალიბერალიზაციაა. ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ზოგიერთი რეკომენდაციის გათვალისწინებას არ აპირებს „ქართული ოცნება“. სამთავრობო გუნდში განმარტავენ რომ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ემსახურება, მისი გაუქმების მოწოდება კი მიუღებელია.