პოლიციამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ბრალდებით 2 პირი დააკავა - Palitra News

პოლიციამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ბრალდებით 2 პირი დააკავა

2025-08-24 12:25:40+04:00

ქვემო ქართლის პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ბრალდებით 2 პირი დააკავა, მათგან ერთი წარსულში ნასამართლევია. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა წარსულში არსებული კონფლიქტის გამო თეთრიწყაროში, ანგარიშსწორების მიზნით, 1 პირზე ორგანიზებულად, ჯგუფურად ფიზიკურად იძალადეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობა მიაყენეს, შემდეგ კი ადგილიდან მიიმალნენ. დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში მოთავსებულია. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.