რას უკავშირდება სახელწმიფო უსაფრთხოების სამსახურში განხორციელებული საკადრო ცვლილებები - ოპოზიცია ანრი ოხანაშვილის მხრიდან თანამდებობის დატოვებას და სუსის უფროსის თანამდებობაზე, მამუკა მდინარაძის კანდიდატურის წარდგენას ეხმაურება. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ რომ სახეზეა ისეთი პოლიტიკური გადაწტყვეტილებები, რომლებიც მათი აზრით, სახელისუფლებო გუნდის მწვავე კრიზისს კიდევ ერთხელ წარმოაჩენს. ფიქრობენ რომ განხორციელებული ცვლილებების მიზანი სახელწმიფო უსაფრთხოების სამსახურის უფრო მეტად დამორჩილებაა. შეგახსენებთ რომ ანრი ოხანაშვილი სუს-ის უფროსის თანამდებობის დატოვების შემდეგ, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრემიერის მრჩევლის პოზიციას დაიკავებს. სუსის უფროსის პოსტზე კი პრემიერ-მინისტრმა პარლამენტს მამუკა მდინარაძის კანდიდატურა წარუდგინა.