ურსულა ფონ დერ ლაიენი - თავისუფალი უკრაინა თავისუფალი ევროპაა - Palitra News

ურსულა ფონ დერ ლაიენი - თავისუფალი უკრაინა თავისუფალი ევროპაა

2025-08-24 11:30:24+04:00

თავისუფალი, დემოკრატიული და დამოუკიდებელი უკრაინა - სწორედ ამისთვის იბრძვით თქვენ. სწორედ ამისკენაა მიმართული მთელი ჩვენი ძალისხმევა, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„ჩვენ თქვენთან ვართ იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება, რადგან თავისუფალი უკრაინა თავისუფალი ევროპაა. გილოცავ დამოუკიდებლობის დღეს, უკრაინა!“- წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.

ცნობისთვის, უკრაინა დღეს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, ევროკავშირის საბჭოს შენობა უკრაინის დროშის ფერებში გაანათეს.