საჩხერეში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა - პოლიციამ მძღოლი დააკავა - Palitra News

საჩხერეში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა - პოლიციამ მძღოლი დააკავა

2025-08-23 15:03:25+04:00

საჩხერეში, სოფელ კორბოულში ავტომობილი ქვეითს დაეჯახა, რის შედეგადაც ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა.

აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლი დაკავებულია და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.