პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში დრონის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით, რუსეთის საელჩოს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა, - პოლონეთის საგარეო უწყების განცხადებით, ეს ინციდენტი რუსეთის ფედერაციის, როგორც ნებისმიერი სამშვიდობო პროცესის სანდო მონაწილის ნდობას ძირს უთხრის. როგორც ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, პოლონეთი აღნიშნულ ფაქტს რუსეთის მხრიდან განზრახ პროვოკაციად აფასებს და აღნიშნავს, რომ აღნიშნული ფაქტი პოლონეთის რესპუბლიკის მიმართ რუსეთის ფედერაციის მტრულ დამოკიდებულებაზე მიუთითებს.