სეს - ოზურგეთის ცხოველთა თავშესაფრის კლინიკას საქმიანობა შეუჩერდა - ამოღებულია ვადაგასული პრეპარატები და გამოსაყენებლად უვარგისი ცოფის ვაქცინები, არ ხდებოდა ავადმყოფი და ჯანმრთელი ცხოველების ერთმანეთისგან იზოლირება - Palitra News

სეს - ოზურგეთის ცხოველთა თავშესაფრის კლინიკას საქმიანობა შეუჩერდა - ამოღებულია ვადაგასული პრეპარატები და გამოსაყენებლად უვარგისი ცოფის ვაქცინები, არ ხდებოდა ავადმყოფი და ჯანმრთელი ცხოველების ერთმანეთისგან იზოლირება

2025-08-22 15:42:35+04:00

გამოვლენილი შეუსაბამობების გამო, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ოზურგეთის ცხოველთა თავშესაფრის კლინიკას საქმიანობა შეუჩერა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ინსპექტირების პროცესში სხვადასხვა სახის დარღვევა გამოვლინდა, კერძოდ: ინსპექტირებისას ამოღებულია ვადაგასული პრეპარატები, მათ შორის, ფსიქოტროპული საშუალებები და გამოსაყენებლად უვარგისი ცოფის ვაქცინები. ამასთან, არ ხდებოდა ავადმყოფი და ჯანმრთელი ცხოველების ერთმანეთისგან იზოლირება.