მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობისთვის 14 პარტია დარეგისტრირდა - რა მოლოდინებია პოლიტიკურ სპექტრში - Palitra News

მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობისთვის 14 პარტია დარეგისტრირდა - რა მოლოდინებია პოლიტიკურ სპექტრში

2025-08-22 15:36:58+04:00

ცესკოს ინფორმაციით, 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით საინიციატივო ჯგუფების რეგისტრაციის ვადა ამოიწურა. რაც შეეხება პოლიტიკურ ჯგუფებს, როგორც ცნობილია, მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობისთვის 14 პარტია დარეგისტრირდა. როგორც ცნობილია, სამართლიანი არჩევნები“ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებს სტანდარტული სადამკვირვებლო მისიითა და მეთოდოლოგიით არ დააკვირდება. სავარაუდოდ, ადგილობრივი არჩევნები ეუთო/ოდირის სადამკვრივებლო მისიის გარეშეც ჩაივლის. ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობის უმრავლესობა მხარს „ქართულ ოცნებას“ დაუჭერს. თავის მხრივ, არჩევნებში მონაწილე ოპოზიცია ირწმუნება, რომ მმართველი გუნდის დასამარცხებლად ყველა რესურსს გამოიყენებენ.