ნიუ იორკის სააპელაციო სასამართლომ დონალდ ტრამპისთვის თაღლითობის საქმეზე დაკისრებული 500 მილიონი დოლარის ჯარიმა გააუქმა - ტრამპს ბრალად საკუთარი კომპანიის უძრავი ქონების ღირებულების ხელოვნურად გაზრდა ედებოდა, რათა ბანკებიდან ხელსაყრელი პირობებით სესხი აეღო. სასამართლომ ტრამპის ბრალეულობა არ უარყო, თუმცა აღნიშნა, რომ 500 მილიონი დოლარის ოდენობის ფულადი ჯარიმა გადაჭარბებული სასჯელია. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჯარიმა გაუქმდა, თუმცა გარკვეული შეზღუდვები კვლავ ძალაშია. კერძოდ, ტრამპს 3 წლის განმავლობაში ნიუ იორკის ბანკებიდან სესხების აღება და დირექტორის სტატუსით სარგებლობა ეკრძალება. აშშ-ის ლიდერმა ეს გადაწყვეტილება სრულ გამარჯვებად შეაფასა.