უკრაინისა დრუსეთის მოლაპარაკებების პროცესი და დონალდ ტრამპის ინიციატივა - Palitra News

უკრაინისა დრუსეთის მოლაპარაკებების პროცესი და დონალდ ტრამპის ინიციატივა

2025-08-22 12:38:15+04:00

უკრაინისა და რუსეთის მოლაპარაკებების პროცესი და დონალდ ტრამპის ინიციატივა - აშშ-ის პრეზიდენტს სურს, რომ პუტინმა და ზელენსკიმ შეხვედრა მისი მონაწილეობის გარეშე დააორგანიზონ. ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი რუსეთისა და უკრაინის ლიდერების მოლაპარაკებების პროცესს ემიჯნება. ტრამპის თქმით, უკრაინაში ომის დასასრულებლად შემდეგი ნაბიჯი ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინის ორმხრივი შეხვედრაა. წყაროს ცნობით, ბოლო დღეებში ტრამპმა თავის მრჩევლებს არაერთხელ უთხრა, რომ სამმხრივ შეხვედრას მხოლოდ ომში მყოფი ქვეყნების ლიდერების პირადი შეხვედრის შემდეგ უმასპინძლებს.