ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით მასშტაბურ სამუშაოებს ქალაქ დუშეთში, დაბა ჟინვალსა და მიმდებარე სოფლებში– ქვემო არანისსა და ბიჩნიგაურში აგრძელებს - Palitra News

ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით მასშტაბურ სამუშაოებს ქალაქ დუშეთში, დაბა ჟინვალსა და მიმდებარე სოფლებში– ქვემო არანისსა და ბიჩნიგაურში აგრძელებს

2025-08-22 12:37:09+04:00

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით მასშტაბურ სამუშაოებს ქალაქ დუშეთში, დაბა ჟინვალსა და მიმდებარე სოფლებში– ქვემო არანისსა და ბიჩნიგაურში აგრძელებს. პროექტის ღირებულება 37 მილიონ ლარს შეადგენს და სრულად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი დავით კვინიკაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. სამუშაოების დასრულება 2026 წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი. შედეგად, დუშეთის, ჟინვალისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობა 24-საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.