პენიტენციური სამსახური „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის საკანში მომხდარი დაპირისპირების ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს - Palitra News

პენიტენციური სამსახური „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის საკანში მომხდარი დაპირისპირების ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

2025-08-22 12:35:33+04:00

პენიტენციური სამსახური „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის საკანში მომხდარი დაპირისპირების ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავენ, რომ N8 პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელმა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ თანამდებობები დატოვეს. უწყების ცნობით, შემოწმების შედეგად ამ ეტაპზე გამოკვეთილი გარემოებები აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ შესაძლოა სპეციალური პენიტენციური სამსახურის კონკრეტული თანამშრომლები, მათი გავლენის ქვეშ მყოფი პატიმრები და მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილი ურთიერთშეთანხმებულად მოქმედებდნენ. ბაჩიაშვილის თქმით, შესაძლოა, მასთან ერთად საკანში მასზე ზეწოლისთვის მისი ნაცნობები მოახვედრონ, რომლებიც ასევე პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებიან.