ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად ვადა აგვისტოს ბოლომდეა - რა მოლოდინებია ოპოზიციაში - Palitra News

ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად ვადა აგვისტოს ბოლომდეა - რა მოლოდინებია ოპოზიციაში

2025-08-22 12:33:10+04:00

ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად ვადა აგვისტოს ბოლომდეა, თუმცა მოთხოვნები მიუღებელია ხელისუფლებისთვის. "ქართული ოცნება" დიალოგზე მზაობას გამოთქვამს, მაგრამ აქვე დასძენენ, რომ საქართველოსთან მიმართებით უსამართლო დამოკიდებულება უნდა დასრულდეს. ამავდროულად, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 51 დეპუტატი გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ თუ საქართველო ავტორიტარული კურსის შეცვლის საკითხში პროგრესს არ მიაღწევს, საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილებას გაასაჩივრებენ. როგორც ევროსაბჭოდან გაძევების, ასევე საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საფრთხეები რეალურია ოპოზიციისთვის.